სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: იაკობ  გოგებაშვილი  სწავლა-აღზრდის   შესახებ

2.  პროექტის  მთავარი  იდეა:  მოსწავლეთა  ცოდნის  განმტკიცება   იაკობ  გოგებაშვილის  ბიოგრაფიასა   და  მოღვაწეობის  შესახებ.

3.  პროექტის  აქტუალობა:  პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  ხელს  უწყობს  მოსწავლეთა  კვლევის  უნარის ამაღლებს    მათ მოტივაციას,  მოსწავლეებს  უჩნდება  ინტერესი   მეტი  იცოდნენ  მის  შემოქმედებასა   და  სწავლა- აღზრდის    შესახებ.

4. პროექტის   მიზანი:  მოსწავლეებმა   მეტი  ცოდნა   მიიღონ  იაკობ   გოგებაშვილის  ცხოვრებასა  და  მოღვაწეობაზე.  იმუშაონ   კონფერენციის  მომზადებაზე  შეეჩვიონ   აუდიტორის   წინაშე  გამოსვლას.

5.მოსწავლეთა   ასაკი:  10-12  წელი.

6. ვადების  ხანგრძლიობა:   15  დღე

7. მოსალოდნელი  შედეგები/  პროდუქტები  რაც   შეიძლება  შეიქმნას:  მოსწავლეები   შეიძენენ   კვლევის   უნარ- ჩვევებს,  ისწავლიან  ურთიერთ  თანამშრომლობას,  ჯგუფურ  მუშაობას, გამოუმუშავდებათ  კომუნიკაციის    უნარი,   გაიღრმავებენ   ცოდნას   იაკობ გოგებაშვილის   შემოქმედებასა  და   საქმიანობაზე .

8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი   რესურსები:   იაკობ  გოგებაშვილის  ტომეულები,  სასკოლო  სახელმძღვანელოები,  წერილები  გოგებაშვილისადმი,   კომპიუტერი.

9. პროექტის   მსვლელობა   ( ძირითადი  აქტივობები)  სამუშაო   ჯგუფის  დაკომპლექტება.  ჯგუფებში  გეგმის  შემუშავება.   ჯგუფის  წევრებს  შორის  მოვალეობის  განაწილება.

1-ლი  ჯგუფი  იაკობ  გოგებაშვილის   ბიოგრაფია.

მე-2  ჯგუფი   იაკობ  გოგებაშვილი  და   დედა  ენა.

მე-3  ჯგუფი  იაკობ გოგებაშვილი  და  მისი  სახელმძღვანელოები.

მე-4   ჯგუფი  ინტერნეტის  საშუალებით    მოიძიებს  გოგებაშვილის  ცხოვრებასა   და  მოღვაწეობის  ამსახველი  სურათების  მომზადებას. ელექტრონულ  პრეზენტაციას  გამოუმუშავებს.  გამოუშვებს  კედლის  გაზეთს.

პროექტის   პრეზენტაცია  მოხდება  კონფერენციის   სახით.   იაკობ   გოგებაშვილი  სწავლა-  აღზრდის   შესახებ.

პროექტის     შეფასება

ფასდება  შემდეგი  აქტივობები
1-5დაბალი

6-8საშუალო
8-10 მაღალი
თემის   იდეის  გაცნობა  მასალის  შეგროვება   დამუშავება  დამხმარე   და  ვიზუალური  საშუალების  მოძებნა   და  გამოყენება
მოსწავლე   ვერ  ახერხებს  თემის  გაცნობიერებას  საჭირო  მასალის  მოძიებას.
უჭირს   თემის   და  მიზნის  გაცნობიერება   მომზადებული  მასალა  მწირია.
მოსწავლეს   გაცნობიერებული   აქვს   თემა,  იდეა, მიზანი . მომზადებული  მასალა  მდიდარი  და  მრავალფეროვანი.
აუდიტორიასთან კავშირი, კეთილგანწყობა
მოსწავლეებს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა, აუდიტორიასთან კავშირს ვერ ამყარებს.
ნაწილობრივ ახერხებს კავშირის დამყარებას. დამაჯერებლობა აკლია საუბარს.
მოსწავლე კარგად ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს. მისი საუბარი დამაჯერებელია.
ანალიზისა და სინთეზის უნარის, საკუთარი პოზიციის დაცვა
ვერ ახერხებს ჩაერთოს მუშაობაში.
უჭირს დამოუკიდებლად გამოთქვას თავისი აზრი.
მოსწავლეს აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი. მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმარებით. თანმიმდევრობით აყალიბებს აზრს, იცავს საკუთარ პოზიციას.

საგანთან/საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა.

პროექტის ხელმძღვანელი: დალი თავართქილაძე;

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: dalitavartqiladze123@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий